სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

2019-10-17 18:15:00
ზუგდიდში თამარ მეფის, გამსახურდიას და თაბუკაშვილის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. სამივე ცენტრალურ ქუჩაზე სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. გზასთან ერთად ეწყობა ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა. მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.

თამარ მეფის ქუჩაზე გზის მშენებლობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, ამჯერად 2,3 კილომეტრიან გზაზე ასფალტის მეორე საფარის გადაგება მიმდინარეობს. თამარ მეფის ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.

სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზეც. მისი ღირებულება 4,7 მილიონი ლარია. რეაბილიტირდება 2,4 კილომეტრზე მეტი გზა, დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი, გზის ორივე მხარეს მოეწყობა ღია ტიპის სანიღვრე და ტროტუარები.

თაბუკაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები ამჯერად გრუნტის მომზადების ეტაპზეა. გზასთან ერთად მოეწყობა ბორდიურები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. მშენებარე ტაძრის მიმდებარედ გათვალისწინებულია ავტოსადგომის მოწყობისა და გამწვანების სამუშაოებიც. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო