ახალი ამბები
ზუგდიდიში მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებულებიი დაჯილდოვდნენ
ზუგდიდიში, დადიანების ისტორიული მუზეუმის ეზოში “Hilfswerk International”-ისა და ქალთა ასოციაცია „თანხმობასა“ მიერ, პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ“ (მეორე ეტაპი) ფარგლებში მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებულებიის დაჯილდოვების ღონისძიება მოეწყო.
ბენეფიციარებს გაეწიათ მატერიალური მხარდაჭერა, რაც სხელს შეუწყობს ახალი ბიზნესის დაწყებას და არსებული ბიზნესების გაფართოებას. ამასთანავე , წარდგენილ იქნა მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის შედეგები.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ. პროექტი 2017 წლის თებერვალში დაიწყო და გრძელდება 2020 წლის 1 მაისამდე.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს პრობაციონერების, ყოფილი მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების რესოციალიზაციას ინტეგრაციული მიდგომის გზით, რაც მოიცავს
პროფესიულ გადამზადებას, ასევე - ფსიქო-სოციალურ, იურიდიულ კონსულტაციებს და დახმარებას სამუშაოს მოძიებაში, მხარდაჭერას მენტორების მიერ და სხვა ბენეფიტების მიწოდებას. წარმატებულ მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეარათ
ანაზღაურებადი სტაჟირება ადგილობრივ კომპანიებში ან განაცხადი გაეკეთებინათ მატერიალურ მხარდაჭერაზე, რათა წამოეწყოთ საკუთარი ან გაეფართოვებინათ უკვე არსებული ბიზნესი ან შეექმნათ საარსებო წყარო.
აღნიშნულ ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.