ახალი ამბები
ხობში სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს
2019-10-10 19:51:00

ქალაქ ხობში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 270 000 ლარს შეადგენს.
ცენტრის მშენებლობის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გაეცნენ.
სამშენებლო სამუშაოები დეკემბრის ბოლომდე დასრულდება. ცენტრის მშენებლობაზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.