სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ბულგარეთის ელჩს შეხვდა

2019-10-09 17:31:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პირველ მოადგილესთან დავით ფარცვანიასთან ერთად, საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა.

შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. მათ შორის ტურიზმის, კულტურის და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს „ბულგარეთის განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით რეგიონში სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები. ფონდის დახმარებით ორი დღის წინ მესტიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ადაპტირებული ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვა მოხდა. 

,,ყველა უცხოურ ქვეყანასთან, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან, ვცდილობთ ურთიერთობების გაღრმავებას. დღევანდელ შეხვედრაზე, ჩვენ ვისაუბრეთ ტურიზმის განვითარებაზე, საკრუიზო გემების  შესაძლებლობაზე, ასევე ვისაუბრეთ კულტურის და საგანმანათლებლო კუთხით ურთიერთობების გაღრმავებაზე.

ქალაქ ფოთში საზღვაო პროფილური სასწავლებლის გახსნა უახლოეს მომავალში იგეგმება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბულგარეთში, ვარნაში არსებული უძველესი სასწავლებლის მონაწილეობა ამ საქმეში. ვინაიდან, ჩვენ შევქმნათ ისეთი სასწავლებელი, რომელიც არა მხოლოდ იქნება განსაზღვრული ჩვენი ქვეყნისათვის, არამედ მას ექნება ფართო კავშირები მსოფლიოს მაშტაბით და ეს პირველ რიგში რა თქმა უნდა ახლომდებარე ქვეყნებთან ურთიერთობით აისახება, ჩვენ საშუალება გვექნება ჩვენი ახალგაზრდები გავუშვათ სასწავლებლად, ასევე მივიღოთ სხვა ქვეყნებიდან სტუდენტები.

დღევანდელ შეხვედრაზე, ყველა ის სფერო და საკითხი მოვიცავით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების კიდევ უფრო გააღრმავებს, ჩვენი მოსახლეობის ინტერესების და კეთილდღეობის კიდევ უფრო დაცვას“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა.

თავის მხრივ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გამართული შეხვედრა შეაფასა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დესისლავა ივანოვამ, მისი განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი მრავალმხრივი ურთიერთობების შესაძლებლობას იძლევა:

,,სახელმწიფო რწმუნებულთან გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი დავუთმეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებს. განსაკუთრებით თქვენს რეგიონთან,  ამ შემთხვევაში ბულგარეთი არის თქვენთვის შავ ზღვის მეორე მხარე, ეს არის რეგიონი, რომელთანაც შესაძლებელია მრავალმხრივი ურთიერთობა: ტვირთების გადაზიდვა,  საზღვაო მიმოსვლა, ტურიზმი და სხვ.  შეხვედრაზე, ასევე განვიხილეთ კულტურის და განათლების სფეროში ურთიერთანამშრომლობის საკითხები.

ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ამ იდეებზე მუშაობა, რომლებიც დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ. მოხარული ვიქნებით, ამ საკითხებზე, ახლო მომავალში ბულგარეთში შედგეს სამუშაო ვიზიტი. ჩვენ გვაქვს პოზიტიური და დადებითი შედეგები, ამდენად დღევანდელ შეხვედრას ძალიან პოზიტიურად შევაფასებდი“ - განაცხადა ბულგარეთის ელჩმა.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო