ახალი ამბები
გრანტის გადაცემა მეწარმეებისთვის
ანაკლიის სასწავლო ცენტრში, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის დაფინანსებით, სხვადასხვა საგანში გადამზადებულ სტუდენტებს სერთიფიკატები გადაეცა. გადამზადება ინგლისური ენის, კომპიუტერული პროგრამების, სასტუმროს დასუფთავების სამსახურის, სასტუმროში სტუმრების მიღება-განთავსების, მეწარმეობის და ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობებზე მოხდა. სულ გადამზადდა 176 მოქალაქე.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ზუგდიდის მერის მოადგილესთან გიგა ფარულავასთან, USAID „ზრდა“ პროექტის და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრო.
დღესვე, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მცირე ბიზნესისთვის ხელშეწყობის პროგრამის გამარჯვებულებს გრანტები გადაეცათ.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გრანტი გადაეცა 16 ადგილობრივ მცირე მეწარმეს, სასოფლო-სამეურნეო, ტურიზმის და საგანმანათლებლო ბიზნეს საქმიანობების მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე ეწვივნენ სოფელ შამგონაში საგრანტო პროგრამის ერთ-ერთ ბენეფიციარს, რომელსაც აქვს თხილის საწარმო. ფინანსური მხარდაჭერის შედეგად შეძენილი დანადგარების მეშვეობით იგი შეძლებს საწარმოო სიმძლავრის გაორმაგებას და მეტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.