ახალი ამბები
შეხვედრა ბაღმარანის მოსახლეობასთან
2019-10-03 22:28:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან და მის მოადგილეებთან ერთად სოფელ ბაღმარანში ადგილობრივებს შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრებზე იმ პროექტებზე ისაუბრა რაც სოფელში დამატებით განხორციელდება. ალექსანდრე მოწერელიამ ადგილობრივებისგან მოისმინა ის საჭიროებები რაც სოფელს აქვს.
ამჟამად ბაღმარანში ცენტრალური გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. გზის მშენებლობის პირობა ადგილობრივებს სახელმწიფო რწმუნებულმა პირველი ვიზიტის დროს მისცა. სოფელს ასფალტირებული საავტომობილო გზა არასდროს ქონია. ბაღმარანის საავტომობილო გზის სიგრძე 4,8 კილომეტრია, ასფალტის საფარის დაგებასთან ერთად გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების მოწყობა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1,6 მილიონ ლარს შეადგენს.
გზის დაგების გარდა სოფელში მინი სტადიონის რეაბილიტაცია მოხდა. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღის რამდენიმე ოთახს.
ბაღმარანში ასევე დაგეგმილია ტაბიძის ქუჩის პროექტირება-რეაბილიტაცია და გაზიფიცირების სამუშაოების ჩატარება.