ახალი ამბები
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა
1 ოქტომბერი გაეროს მიერ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ არის აღიარებული.
ამ დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს ბენეფიციარებმა ღონისძიება გამართეს.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ქადარია, საკრებულოს წევრი სალომე ფაცაცია, მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს საფუძველი 1990 წელს, ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილ გაეროს ასამბლეაზე ჩაეყარა. 2003 წლიდან ხანდაზმულ ადამიანთა დაცვის დღე საქართველოშიც აღინიშნება.