სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია: ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის მშენებლობა ჩვენი ეკონომიკისა და ადგილობრივების დასაქმებისთვის მნიშვნელოვანია

2019-10-01 16:23:00

ფოთში, აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის დაფინანსებით ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებას სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული აფასებს:

,, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის მშენებლობის დაწყება ფოთისა და ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია. არსებული ტვირთბრუნვა მატულობს, ამდენად საჭიროა მთლიანი სანაპირო ზოლი, რომელიც სამეგრელოს გააჩნია დაიტვიროს. შესაბამისად, როგორც ფოთის ნავმისადგომის მშენებლობა, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის და რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნისთვის. აღსანიშნავია, რომ ინვესტორები ფოთში ახალი პროექტით 500-მდე სამუშაო ადგილს ქმნიან'' - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ღონისძიების დაწყების ცერემონიალზე.

მისივე განმარტებით, ფოთში ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის მშენებლობასთან ერთდ მნიშვნელოვანია საზღვაო სასწავლებლის შექმნა, რომელიც ამ მიმართულებით საჭირო კადრებს მოამზადებს. სასწავლებლის პროექტირება ამჟამად მიმდინარეობს, რის შემდეგაც უშუალოდ ფიზიკური სამუშაოები დაიწყება.

ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტს „პეის ჯგუფი“ განახორციელებს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა. აღსანიშნავია, რომ თავისი სიდიდიდან და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს არის OPIC - ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება.

პროექტი 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შდეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება. აღნიშნული ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ღირებულებაა 120 მლნ. აშშ დოლარი. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი OPIC - ის ინვესტიციაა.

მშენებლობის დაწყებისა და სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მისმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ინვესტორი კომპანიების ხელმძღვანელებმა მიიღეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო