ახალი ამბები
შეხვედრები სენაკის სოფლების მოსახლეობასთან
დღეს, პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში - ზანას, ეკის, მენჯის, ხორშის და ნოსირის - მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
შეხვედრაზე მოსახლეობამ პრიორიტეტებად საგზაო ინფრასტრუქტურის, ინტერნეტიზაციის, გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების საკითხები გამოკვეთა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრებზე მმართველი გუნდი მოსახლეობისგან არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციას იღებს. გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.