ახალი ამბები
სენაკში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

სენაკში სალოტბარო სკოლა გაიხსნა. მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის შემდეგაც მუნიციპალიტეტს კულტურულ-საგანმანათლებლო სალოტბარო სკოლა შეემატა.
რიგით 23-ე სალოტბარო სკოლის გახსნის მიზანი 2001 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შესული უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენა, შენახვა, პოპულარიზაცია და მომავალი თაობებისთვის გადაცემაა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.