სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ავარიულ შენობაში მცხოვრებ დევნილებს ბინებს გადასცემენ

2015-03-07 14:45:00

ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ ე.წ. „გარაჟების“ დასახლებაში ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ახლადაშენებულ ბინებს ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე გადასცემენ. დასახლებაში მცხოვრებ ხუთივე ოჯახს ინფორმაცია, დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ და ზუგდიდის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ გააცნეს. დევნილი ოჯახები აქამდე გაუსაძლის პირობებში ავარიულ შენობებში ცხოვრობდნენ, ყველა საცხოვრებელს აწვიმდა. დევნილებმა მთავრობის წარმომადგენლებს პრობლემის გადაჭრისთვის მადლობა გადაუხადეს.

ე.წ "გარაჟების" ჩასახლებაში მცხოვერებ დევნილებთან მინისტრი სოზარ სუბარი გუბერნატორ ლევან შონიასთა ნერთად 13 თებერვალს იმყოფებოდა და მათ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. სოზარ სუბარის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად დევნილი ოჯახების ცხოვრება ამ კონკრეტულ ობიექტზე სიცოცხლისთვის საშიშია.

თაბუკაშვილის ქუჩაზე ახალ საცხოვრებელ კორპუსებში, სულ 320 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს. ბინების გადაცემა დევნილი ოჯახების მდგომარეობის გათვალისწინებით სპეციალური კომისიის მიერ მოხდება. თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ობიექტი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და ისინი, სამინისტროსვე გადაწყვეტილებით კენჭისყრის გარეშე პირველ სართულზე მიიღებენ ბინებს. მინისტრის განმარტებით, ობიექტის მშენებლობა უკვე დასრულებულია, სამინიტროს ბალანსზე გადმოსულია და მიმდინარე თვის ბოლომდე დევნილებისთვის ბინების გადაცემა მოხდება. უახლოეს დღეებში კი დევნილთა სამინისტრო იმ ოჯახების სიას გამოაქვეყნებს ვინც ბინას ახლადაშენებულ კორპუსებში მიიღებენ.

ვიცე გუბერნატორმა დევნილებს ახალი ბინების გადაცემა მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ 22 წლიან ტანჯვას წერტილი დაესმევა და ცხოვრებისთვის ღირსეული პირობები შექმნებათ.

წელსვე დაიწყება 2 460 დევნილი ოჯახისთვის ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების აშენდება. დევნილებისთვის კორპუსების მშენებლობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგისრშიც იგეგმება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო