სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფორუმზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ ბიზნესმენებს დარგის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა

2014-05-31 10:15:00

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით წამოწყებულ პროექტზე "აწარმოე საქართველოში" გაამახვილა, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება.
,,აღნიშნული ახალი პროექტით, სახელმწიფოს მაქსიმალური ხელშეწყობით ისეთი დარგების განვითარება მოხდება როგორიცაა მეთხილეობა, რძის გადამუშავება, მეცხოველეობა და ა.შ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში სოფლის მეურნეობამ ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა შეასრულოს. მთავრობა სწორედ შედეგზე ორიენტირებულ, უპრეცედენტო პროექტებს ახორციელებს, რომლითაც დარგის განვითარება უმოკლეს დროში იქნება შესაძლებელი“, -აღნიშნა შალვა ფიფიამ.
ფორუმზე მოხსენებით გამოსვლისას, მინისტრმა უშუალოდ სამეგრელო-ზემო სვანეთში სოფლის მეურნეობის კონკრეტული დარგების განვითარებისთვის დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.
ფორუმის პირველი დღე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლით დაიხურა.
ანაკლიაში გამართული ბიზნესფორუმის  მიზანს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სხვადასხვა სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა, ბიზნესპარტნიორების მოძიება და პოტენციური ინვესტორების უკეთ ინფორმირება წარმოადგენს. ღონისძიების ფარგლებში მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის რეგიონის ეკონომიკის განვითარების მთავარ საკითხებზე დისკუსიის გამართვაც იგეგმება.
ფორუმი ორდღიანია და მასში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ბიზნესმენები და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ღონისძიების ორგანიზატორია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო