ახალი ამბები
ლუდუკ ხასია სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
2019-09-12 20:47:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს წალენჯიხის, ჩხოროწყუს და მარტვილის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
მიმდინარე წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 94 საჯარო სკოლას უტარდება სარემონტო სამუშაოები. აღსანიშნავია, სარეაბილიტაციო სამუშაოები საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.