ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შეხვედრა გამართა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ოფისის დირექტორს დავით ბზიავას შეხვდნენ, სადაც თიზ-ში მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრეს.
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილის მფლობელი ჩინური კომპანია ,,CEFC“-ია. კომპანია ენერგეტიკის, საფინანსო, კომერციულ, სავაჭრო და ლოგისტიკის სფეროებში საქმიანობს და ის ,,Fortune Global 500“-ის შემადგენლობაში შედის.
ჩინური კომპანია, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შემდგომ განვითარებას ინვესტიციების მოზდვით გეგმავს. ფოთის თიზ-ის შესახებ შეთანხმებას ხელი სიემენში გამართული ჩინურ-ქართული ბიზნესფორუმის ფარგლებში მოეწერა. ამ ეტაპზე ფოთის თიზში 120-მდე საწარმოა რეგისტრირებული.