ახალი ამბები
დადიანების სასახლის ეზოში ელისო ბოლქვაძის კონცერტი გაიმართა

ცნობილი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის ელისო ბოლქვაძის კონცერტი ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ღია ცის ქვეშ გაიმართა. ელისო ბოლქვაძესთან ერთად კონცერტში მონაწილეობა აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით მიიღო.
საღამოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ზუგდიდში კონცერტი, ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით გაიმართა. ღონისძიება დევიზით „მუსიკა აერთიანებს“ აფხაზეთის თემასა და მშვიდობიანი დიალოგის აუცილებლობას მიეძღვნა.
ზუგდიდელი მსმენელისთვის ელისო ბოლქვაძემ ფრანც შუბერტისა და ფრიდერიკ შოპენის მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულა.