ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მოსახლეობას წალენჯიხის სოფლებში შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში მოსახლეობას შეხვდა.
სახელმწიფო რწმუნებული მედანში მოსახლეობასთან შეხვედრაზე 3 თვის წინაც იმყოფებოდა, მაშინ მოსახლეობამ შეხვედრაზე მთავარ პრიორიტეტად გზის და ამბულატორიის პრობლემა დაასახელა. გზის სამშენებლო სამუშაოები სოფელში უკვე მიმდინარეობს, რაც შეეხება ამბულატორიას - მისი მშენებლობაც ასევე დაწყებულია.
დღეს გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივებმა მთავარ პრობლემად წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაასახელეს. ალექსანდრე მოწერელია მოქალაქეებს პრობლემის შესწავლას და მის მოგვარებას დაპირდა.
სახელმწიფო რწმუნებული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედანში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ კვარაცხელიებთან იმყოფებოდა. ოჯახი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობს. ზამთრის დადგომამდე მათი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მოხდება.
ალექსანდრე მოწრელია და მამუკა ცოტნიაშვილი დღესვე სოფელ ობუჯში ადგილობრივებს შეხვდნენ. სოფელში, ობუჯი-ჯიხაშკარის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. მოსახლეობამ კი სახელმწიფო რწმუნებულთან და მინისტრის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე ამჯერად არსებულ მთავარ პრობლემად წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ასევე ლეო ქიაჩელის სახლ-მუზეუმის და ბიბლიოთების განახლება დაასახელა. სახელმწიფო რწმუნებულმა არსებული პრობლემები თავად შეისწავალა და მუზეუმსა და ბიბლიოთეკაში არსებულ ვითარებას გაეცნო.
ალექსანდრე მოწერელია დღესვე წალენჯიხაში, საკალანდიოს და ზღვაიას დასახლებებში მოსახელობას შეხვდა და იქ არსებული პრობლემებს გაეცნო. ზღვაიას დასახლებაში სახელმწიფო რწმუნებული სოციალურად დაუცველ ოჯახებში იმყოფებოდა.
ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.