ახალი ამბები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროქტები დაათვალიერეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიასთან ,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროს ირაკლი თოფურიასთან, მერის პირველ მოადგილე გიგა ფარულავასთან და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროს ნუგზარ გაბელიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები ბერიას ქუჩაზე N 2 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ და ანაკლიაში მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს.
ბერიას ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. საბავშვო ბაღი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება, იფუნქციონირებს 5 ჯგუფი, რომელიც 125 აღსაზრდელს მიიღებს. ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 167 999 ლარი იხარჯება. ბერიას ქუჩაზე არსებული ბაღი ავარიული იყო, რის გამოც ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. ახალი ბაღის მშენებლობით კი ეს პრობლემა მოგვარდება.
ხელისუფლების წარმომადგენლები ანაკლიაში, კაფე-რესტორნის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნენ. სამუშაოებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 2 129 650
სანაპირო ზოლზე დაირგო სხვადასხვა სახის მრავალწლიანი ხე-მცენარე, რეაბილიტირდა შადრევანი, ანაკლიის ბულვარში კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები და განმუხურის ბულვარში ფეხბურთის მოედანი.
ასევე, კახათის N 1 და ცაიშის საჯარო სკოლებში სველი წერტილები და ცაიშში რეაბილიტირებული ამბულატორიაც დაათვალიერეს.