სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთში მუნიციპალური ნაგავსაყრელის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა

2015-02-28 20:18:00

ფოთში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა.  ჩატარებულ სამუშაოებს დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახაბერრუსია,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია,„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი გიორგი შუხოშვილი  და ქალაქის ხელმძღვანელ პირები გაეცნენ.

პოლიგონის ტერიტორია 55185 კვადრატულ მეტრს მოიცავს, სადაც ფოთიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან, ყოველდღიურად, 100 კუბური მეტრი ნარჩენი შედის.  ფოთის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში გასული წლის 26 ივნისს გადაეცა. იმ დროისთვის ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, ნარჩენების შეტანა კი არაორგანიზებულად ხდებოდა. ის ვერც ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს აკმაყოფილებდა.

პროექტის ფარგლებში პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები და მიწის კავალიერები მოეწყო. შემოიღობა ნაგავსაყრელის ტერიტორია, ნარჩენები საიზოლაციო ფენით გადაიფარა, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი და ამკრძალავი ნიშნები. ასევე, მოხდა ობიექტის ელექტრიფიცირება. განხორციელდა პოლიგონის ტერიტორიის გამწვანება - ადგილზე 50 ძირი კვიპაროსის სახეობის ხე დაირგო.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ 539 700 ლარი შეადგინა. სამუშაოებზე 22 ადამიანი იყო დასაქმებული, მათგან 20 ადგილობრივი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324
25
26272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო