ახალი ამბები
ჭუბერში ამბულატორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ამბულატორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტი სს “ნენსკრა ჰიდრომ” და ნენსკრა ჰესის ინვესტორმა კომპანიამ - ,,კორეის წყლის რესურსების კორპორაციამ“ დააფინანსა.
ამბულატორიის გახსნას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, კორეის საელჩოს წარმომადგენლები და ნენსკრა ჰიდროს ვიცე პრეზიდენტი დაესწრნენ.
სახელმწიფო რწმუნებულმა ჭუბერის ამბულატორიის დამსახურებულ ექიმს ლეილა ჩხვიმიანს წლების განამვლობაში გაწეული ღვაწლისთვის მადლობის სიგელი გადასცა. ლეილა ჩხვიმიანი 45 წელზე მეტია ჭუბერის ამბულატორიაში მუშაობს და ადგილობირვებს ემსახურება.
,,ნენსკრა ჰიდროს“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, დაარსებიდან დღემდე სხვადასხვა ტიპის სოციალურ პროექტებს ახორციელებს, რისთვისაც კონპანიის ინფორმაციით 1 200 000 ლარამდე დახარჯა.