სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელოში თხილის მოსავლის აღების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

2019-08-23 13:24:00

სამეგრელოს რეგიონში, თხილის მოსავლის აღების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ფერმერებმა ფაროსანასა და სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აგროკონსულტანტების რეკომენდაციითა და ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრთან კოორდინირებული თანამშრომლობით ჩაატარეს.  

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ სურსათის ეროვნული სააგენტოს  წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში იმ ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ, რომლებსაც „თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფომ შესაწამლი აპარატები გადასცა.

ფერმერები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერითა და დროულად ჩატარებული აგროსამუშაოების შედეგად, მიმდინარე წელს თხილის ხარისხიანი მოსავალი აქვთ.

დღესვე, დავით ფარცვანია და ლაშა შალამბერიძე ზუგდიდში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის გადამამუშავებელ საწარმო „ევრო ნათსი“ დაათვალიერეს და თხილის გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

სამეგრელოში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. საკარმიდამო ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, ხოლო სიმინდის მასივები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება. ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, გაორმაგებული რაოდენობით, სოფლის ტერიტორიებზე მონტაჟდება ფერომონები და „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები.

დღეის მონაცემებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით 63 930 ჰა ფართობი დამუშავდა, ცივი შესხურების მეთოდი 5 000 ჰა ფართობი, სოფლის ტერიტორიებზე დამონტაჟდა 11 090 ცალი „მოიზიდე და გაანადგურე სადგური“ და 1 300 მონიტორინგის ფერომონი.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45
6
78910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო