ახალი ამბები
შეხვედრა MASTER LEAGUE''–ს საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საფეხბურთო ტურნირი „MASTER LEAGUE–ს“ საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ლუდუკ ხასია და დავით ვერავა დაესწრნენ.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტების და რეგიონის მასშტაბით ჩასატარებელი თამაშების საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
პროექტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, დედაქალაქის მერია და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი ახორციელებენ.
თითოეულ მუნიციპალიტეტში უნდა იყოს 3 გუნდიანი ქვეჯგუფი, ხოლო ქვეჯგუფის გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს საკუთარი რეგიონის პირველობაზე, რომელიც გაიმართება ოლიმპიური სისტემით, რეგიონის გამარჯვებული გუნდი კი საქართველოს სხვა რეგიონების ჩემპიონებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ MASTER CUP–ის ფინალურ ეტაპზე (12 გუნდი, 6–აღმოსავლეთ საქართველო, 6–დასავლეთ საქართველო).