სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კულტურის ეროვნული სტრატეგიის განსაზღვრის სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

2015-02-28 19:58:00

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოს რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს, მათ მოადგილეებს, თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია ესწრებოდა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით კულტურის ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს იწყებს. დღევანდელ შეხვედრაზე რეგიონებში გასამართი შეხვედრები დადგინდა.

კულტურის ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს რეგიონების ჩართულობას. გასვლითი სამუშაო შეხვედრის მიზანია საქართველოს რწმუნებულ-გუბერნატორებისათვის და თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელი პირებისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენა, შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოებისთვის კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება და „კულტურა 2025“ -ის გზამკვლევის გაცნობა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და უწყება კულტურის სფეროს საკითხებს რეგიონულ ხელისუფლებასთან მსგავს ფორმატში განიხილავს. სტრატეგიის შემუშავების პროცესი ღია და გამჭვირვალეა. კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მასში ჩართულნი არიან დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324
25
26272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო