ახალი ამბები
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ხობში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა
ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის, ზემო ქვალონის და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები სამეგრელო-ზემო სვანეთის სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ (ნუკრი) ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ დაათვალიერეს.
ზემო ქვალონში 4.4 - კილომეტრიანი და საჯიჯაო-ახალი ხიბულის დამაკავშირებელი 4-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა (სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება). ხოლო, მუნიციპალური განვითარების ფონდი შუა ხორგა-გამოღმა შუა ხორგა-ქარიატის დამაკავშირებელი 7-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ახორციელებს.
ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 6 487 000 ლარს შეადგენს.