სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრში მავნებელთან ბრძოლის შედეგებს გაეცნო

2019-08-16 19:18:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აბაშის მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი დაათვალიერეს.

მთავრობის მეთაურმა შტაბის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო მავნებელთან ბრძოლის პროცესში გამოყენებული საშუალებებისა და მეთოდების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვან წვლილს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებაში და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მთავრობას მადლობა გადაუხადა.

აღინიშნა, რომ აშშ-ის მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადდა მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სამოქმედო პროგრამა. USAID-ის პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა მავნებლის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შარშან ივნისში გადაეცა 17 ტრაქტორი და პერსონალური დამცავი საშუალებები, ხოლო წელს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს - 45 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა.

სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, წელს აზიური ფაროსანას რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, შექმნილია გზავნილების სისტემა და სპეციალური ვებგვერდი; ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება მოსახლეობასთან შეხვედრები და აქტიური საინფორმაციო კამპანია; მოსახლეობასთან კარდაკარ გამართულ შეხვედრებზე გასული წლის შემოდგომიდან ჩართულია სახელმწიფო რწმუნებული. ასევე ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულები არიან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები; სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სოფლების ტერიტორიები, მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები.

მთავრობის მეთაურმა სამინისტროს დაავალა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები გაგრძელდეს მანამ, ვიდრე მავნებელი საბოლოოდ არ დაექვემდებარება კონტროლს, ასევე ყურადღება გამახვილდეს სოკოვან დაავადებებზეც, რომლებიც ასევე მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის მეთხილეობის დარგს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45
6
78910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო