ახალი ამბები
მოსახლებასთან შეხვედრები სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში მართავენ. შეხვედრებზე მმართველი გუნდი მოსახლეობისგან არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციას იღებეს. გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.
სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ამჯერად სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკში, ნოქალაქევსა და გეჯეთში მოსახლეობას პარლამენტის წევრებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის უფროსთან ერთად შეხვდა.
ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.
ძველ სენაკში, ნოქალაქევსა და გეჯეთში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყალმომარაგების, ნაპირსამაგრების და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა ძველი სენაკის საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს, ალექსანდრე მოწერელია მასწავლებელებს საკითხის შესწავლას და შესაბამის უწყებებთან ერთად პრობლემაზე რეაგირებას დაპირდა.
სახელმწიფო რწმუნებული ასევე იმყოფებოდა, ძველ სენაკში არსებულ ამბულატორიაში, რომელიც ასევე რეაბილიტაციას საჭიროებს.