ახალი ამბები
შეხვედრა სოფლის მეურნეობის საკითხებზე

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, რეგიონის მერების მოადგილეებს, სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსებს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ, მოსახლეობისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებაზე გამახვილდა ყურადღება.
დავით ფარცვანიამ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება, კენკროვანი კულტურების დაფინანსების პროექტზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობაზე, მეცხოველეობის განვითარებაზე, სასათბურე მეურნეობებზე და აგრო ტურიზმის მიმართულებაზე გაამახვილა.
შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი სამუშაოები.