სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მარტვილის სოფლებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ

2019-08-13 22:26:00
 მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და ადგილზე არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემები, რომელიც კიწიას, დიდი ჭყონის და კურზუს მოსახლეობას აწუხებს, გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.
 
მარტვილის სოფლებში მოსახლეობას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.
 
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს, იმ პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია რასაც მთავრობა ახორციელებს, ასევე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროექტებს, თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამას და სოფლის მხარდაჭერის პროგრამას.
 
შეხვედრაზე მოსახლეობამ პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ამბულატორიების და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დასახელდა.
 
შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებული ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო. ალექსანდრე მოწერელიას, დაზიანებული წყლის მილების შესახებ ინფორმაცია ტალერში რამდენიმე კვირის წინ გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობამ მიაწოდა, რაზეც სწრაფი რეაგირება მოხდა.
 
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45
6
78910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო