ახალი ამბები
საავტომობილო გზების დეპარტამენტის 6 თვის ანგარიშის წარდგენა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასია საავტომობილო გზების დეპარტამენტის 6 თვის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მის პირველ მოადგილესთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, საზოგადოებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს .
გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით 3.5-ჯერ არის გაზრდილი.
აღნიშნული თანხა მოხმარდება, როგორც მაგისტრალების მშენებლობას, ასევე შიდა და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციას. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ სამუშაოებზე დასაქმებულია 9 ათას ადამიანზე მეტი.