ახალი ამბები
აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, აგვისტოს ომში დაღუპულ ბადრი ბერანძის შვილთან და ზუგდიდის მერთან ერთად იუსტიციის სახლის უკან მდებარე პარკში მემორიალი გახსნა.
,,საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესია აგვისტოს ომი, როდესაც ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ გახდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესიის მსხვერპლი, ამდენად ეს დღე თითოეული ქართველისთის არის უაღესად მტკივნეული. ჩვენი გმირი ბიჭების საქციელი კი ვინც გმირულად დაიღუპნენ, არის მომავალი თაობებისთვის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო“ - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.
მემორიალის გახსნის შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებულმა მოადგილესთან დავით ფარცვანიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებთან ერთად ერთად ომში დაღუპულ ბადრი ბერანძის და დავით ჯიქიას საფლავები ყვავილებით შეამკო.