ახალი ამბები
დასუფთავების აქცია კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე
2019-08-03 13:32:00
კოლხეთის ეროვნული პარკი მიმდებარე ტერიტორიაზე და ანაკლიაში, შტორმის შედეგად დაბინძურებულ სანაპირო ზოლზე, დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა. პრობლემური ადგილები ზონებად იყო დაყოფილი, მთლიანობაში კი აქციაში მონაწილეობა 500-მდე ადამიანმა მიიღო.
დასუფთავების აქციაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ზუგდიდი მერი გიორგი შენგელი და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია მონაწილეობდნენ. დასუფთავების აქცია ზუგდიდის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.