სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორი უფროსკლასელებს შეხვდა

2015-02-20 17:34:00

120-ზე მეტ უფროსკლასელს დღეს, 20 თებერვალს სამეგრელო-ზემო სავენთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია შეხვდა. გუბერნატორმა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა მოსწავლეებს ის მნიშვნელოვანი პროექტები გააცნეს, რომელიც მათ მომავალზე აისახება. საუბარი შეეხო რეგიონის მასშტაბით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. ლევან შონიამ ახალგაზრდებას სხვადასხვა საკითხების ინიცირებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მათი ჩართულობა აუცილებელია.

ამავდროელად რეგიონის სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან მოწვეული ლიდერი მოსწავლეები გაეცნენ თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო ადმინისტრაცია. გუბერნატორმა დღეს გამართულ შეხვედრაზე მცირე გამოკითხვაც ჩაატარა, თუ რამდენი ახალგაზრდა იყო ნამყოფი რეგიონში არსებულ ტურისტულ ობიექტებში, აღმოჩნდა რომ მოსწავლეების უმეტესობა მესტიაში, ტობავარჩხილსა და მარტვილის კანიონში ნამყოფი არ არის. სახელმწიფო რწმუნებული უფროსკლასელებს ზაფხულში ლაშქრობების მოწყობას დაპირდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია მომავალმა თაობამ დეტალურად იცოდეს იმ ობიექტების შესახებ რაც ასე აკვირვებს უცხოელ ტურისტებს.

პარალელურად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ყალიბდება ლიდერთა კლუბი, სადაც რეგიონის მასშტაბით ლიდერი ახალგაზრდები შეირჩევიან, რომლებსაც გაცვლითი ტრეინინგ-სემინარები ჩაუტარდებათ. ლიდერები აქტიურად ითანამშრომლებენ გუბერნიასთან და მიაწვდიან იმ ინიციატივებს რაც შემდეგ დამუშავდება და მათ მუნიციპალიტეტბში განხორციელდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, რეგიონში შემავალ ყველა მუნიციპალურ ერთეულში როგორც მოსწავლეებთან ასევე სხვა ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრები გაიმართება, რათა პრობლემებსა და საჭიროებებზე ინფორმაცია პირველწყაროსგან იყოს მოწოდებული. შეხვედრები უკვე დაგმილია სტუდენტებთან, პროფესორ მასწავლებლებთან, სამედიცინო პერსონალთან.

უფროსკლასელებთან შეხვედრის ბოლოს სამეგრელოს ტურისტულ პოტენციალზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომზადებული ფილმები აჩვენეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324
25
26272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო