ახალი ამბები
სახელმწიფო რწმუნებული ზუგდიდში მიმდინარე პროექტებს მოადგილეებთან და მერთან ერთად გაეცნო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ახალდანიშნულ პირველ მოადგილესთან დავით ფარცვანიასთან, მოადგილე მალხაზ თორიასთან და ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.
სახელმწიფო რწმუნებულმა თამარ მეფის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
ალექსანდრე მოწერელიამ, ასევე დაათვალიერა თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები. თამარ მეფის ქუჩასთან ერთად მოეწყობა ქალაქ ზუგდიდში თაბუკაშვილის, გამსახურდიას, სოხუმის და ქირიას ქუჩებზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოები. სამუშაოების ღირებულება 1,3 მილიონი ლარია.
სახელმწიფო რწმუნებულმა ასევე დაათვალიერა ანაკლიაში მიმდინარე პროექტები და ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ალექსანდრე მოწერელიამ, მოადგილეებთან და ზუგდიდის მერთან ერთად ასევე გაეცნო მატარებლის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.