სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

კონფლიქტისპირა სოფელ რიყეში ახალი გზა დაიგება და სპორტკომპლექსი აშენდება

2015-02-19 15:44:00

კონფლიქტისპირა სოფელ რიყეში 20 წლიანი პრობლემა წელს მოგვარდება და სოფლამდე მისასვლელი 4 კილომეტრიანი ახალი გზა დაიგება. ინფორმაცია ადგილობრივებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ გააცნო. სოფელ რიყეში სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყება. ახლადადგებული გზით რიყის მოსახლეობასთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებიც ისარგებლებენ.

დღესვე, გუბერნატორი ლევან შონია ასევე გაეცნო სოფელში არსებული კრივის დარბაზის პრობლემას - დარბაზს აწვიმს, არ აქვს საშხაპე და სპორტული ინვენტარი, გუბერნატორი სპორტსმენებს პრობლემების უახლოეს დღეებში მოგვარებას დაპირდა.

სოფელ რიყის საჯარო სკოლაში წელსვე მოეწყობა სპორტდარბაზი რისთვისაც განათლების სამინისტრო 70 ათას ლარზე მეტს დახარჯავს. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში ასევე დაგეგილია სოფლის მხარდაჭერის პროგრამით რამდენიმე პროექტის განხორციელება, რომელსაც თავად სოფლის მოსახლეობა სოფლის კრებაზე აირჩევს.

გუბერნატორმა კონფლიქტისპირა სოფელში არსებული საბავშვო ბაღიც დაათვალიარეა და არსებულ პრობლემებს გაეცნო, მისი განცხადებით ბაღში იდეალური მდგომარეობა არ არის, მაგრამ არსებული ვითარება დამაკმაყოფილებელია და საჭიროებს რემონტს. სამხელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პრობლემის შესახებ დეტალურად იცის და ბაღების რეაბილიტაციის საკითხზე მუშაობენ.


სოფელ რიყეში სამეგრელო-ზემო სავენთის გუბერნატორი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიასთან და ზუგდიდის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს თენგიზ ქობალიასთან ერთად იმყოფებოდა.


ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი რიყე ოკუპირებულ აფხაზეთის მოსაზღვრედ მდებარეობს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო