სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაციებს დევნილთა განსახლების პროექტები გააცნო

2015-02-17 16:57:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილემ ნუგზარ გაბელიამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ორგანიზებით გამართულ მრგვალ მაგიდაზე საზოგადოებას ის პროექტები გააცნო რასაც ხელისუფლება რეგიონში დევნილთა განსახლების კუთხით ახორციელებს და დაგეგმილი აქვს.

ნუგზარ გაბელიას განცხადებით, რამდენიმე დღეში 320 დევნილ ოჯახს ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ, ასევე უახლოეს პერიოდში დაიწყება ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე 34 თორმეტსართულიანი კორპუსების მშენებლობა, სადაც 2460 ოჯახი მიიღებს ბინას.

ბარამიას ქუჩაზე, პროექტის განხორციელების შესახებ დევნილებს 13 თებერვალს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადეს.

„საიას“ შეხვედრაზე მოწვეულ დევნილებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს განსახლების კრიტერიუმები გააცნო დევნილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსმა დავით ნარსიამ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო