სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

შეხვედრა თხილის მავნებელთან ბრძოლის საკითხზე

2019-07-19 16:28:00

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორია და მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე უძღვებოდნენ. 

სამუშაო შეხვედრას, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერის მოადგილეები, მონიტორნგის ჯგუფის წევრები, რწმუნებულები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შალა შალამბერიძემ, შეხვედრის მონაწილეებს, დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მავნებელთან ბრძოლის პროცესში, თვითმმართველი ერთეულების და მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საკარმიდამო ტერიტორიები, თერმული ნისლის ტექნოლოგიით, ხოლო საყანე ფართობები, ცივი შესხურებით მუშავდება, ტყისპირა პერიმეტრებზე მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობს ფერომონების განთავსება. ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებები მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებული თანამშრომლობით იგეგმება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ამ დროისთვის, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა 39 180 ჰა ფართობი, ცივი შესხურების მეთოდით 7 326.15 ჰა ფართობი. სოფლის ტერიტორიებზე განთავსდა 10 980 ცალი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური და 952 მონიტორინგის ფერომონი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45
6
78910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო