ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომას გუბერნატორი ლევან შონია დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია დაესწრო. აფხაზეთის მთავრობის გასვლითი სხდომა ზუგდიდში, გამგეობის სააქტო დარბაზში დღეს, 13 თებერვალს ჩატარდა. სხდომას ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია გაუძღვა. მთავრობის სხდომას დევნილთა საინიციატივო ჯგუფების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გასვლით სხდომაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს და მთავარ პრიორიტეტად დევნილთა სოციალური დაცვა დაასახელეს.
მხარის გუბერნატორმა აფხაზეთის მთავრობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს რეგიონის მასშტაბით მიმდინარე ის ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო რომელიც დევნილთა განსახლებას ეხება.
ლევან შონიას გაწეული საქმიანობისა და თანადგომისთვის ვახტანგ ყოლბაიამ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ცენტრალური მთავრობის დაუღალავი შრომის შედეგად 2016 წელს დევნილების განსახლების პროცესი დასრულდება.