ახალი ამბები
18 ივლისს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება
მიმდინარე წლის, 18 ივლისს სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
სხდომაზე, 2014 – 2021 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით კორექტირებული 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდება.
ასევე განიხილება, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს 2014 წლის 29 ოქტომბრის სხდომის ოქმი №1-ით (დანართები: №2; №3) დამტკიცებული ,,რეგიონის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფისა და დარგობრივი ქვე-ჯგუფის შემადგენლობაში“ ცვლილების შეტანის საკითხი.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული, რეგიონის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრებიან.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. ზუგდიდი ზ. გამსახურდიას გამზ. №45, მესამე სართული); სხდომის დაწყების დრო 12:00 სთ).