სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილებს ბინებს გადასცემენ

2015-02-13 18:44:00

ზუგდიდში ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილებს თაბუკაშვილის ქუჩაზე ახლადაშენებულ კორპუსებში ბინებს გადასცემენ. გადაწყვეტილება დევნილებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და გუბერნატორმა ლევან შონია გააცნეს.

სოზარ სუბარის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად ზუგდიდში კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები 82 ოჯახის გასახლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. რადგან ისინი ნგრევად ობიექტებში ცხოვრობენ სადაც ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია.

თაბუკაშვილის ქუჩაზე ახალ საცხოვრებელ კორპუსებში, სულ 320 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს. ბინების გადაცემა დევნილი ოჯახების მდგომარეობის გათვალისწინებით სპეციალური კომისიის მიერ მოხდება. თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ობიექტი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და ისინი, სამინისტროსვე გადაწყვეტილებით კენჭისყრის გარეშე პირველ სართულზე მიიღებენ ბინებს.

დევილბს ახალ ბინებს ორ კვირაში გადასცემენ. მათ კი საცხოვრებელში ავეჯისა გადატანაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია და ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს.

ასევე მარტში დასრულდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალალსოფელში სარემონტო სამუშაოები სადაც 42 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13141516171819
202122232425
26
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო