ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელია: მივესალმები ზუგდიდის მერიაში ახალგაზრდა, ნიჭიერი, ღირსეული პროფესიონალების წარმოჩენას
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახლემწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ახალ მოადგილეებს გიგა ფარულავას და კონსტანტინე კაკავას თანამდებობებზე დანიშვნას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს:
,,ვულოცავ ზუგდიდის მერის ახალ მოადგილეებს - გიგა ფარულავას და კონსტანტინე კაკავას ამ ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნას. მივესალმები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდა, ნიჭიერი, ღირსეული პროფესიონალების წარმოჩენას.
მჯერა, ახალი გუნდი ღირსეულად უხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტს და შეუქცევად პროცესად აქცევს ახალგაზრდების, წარმოჩენასა და მათ ჩართვას მუნიციპალიტეტის განვითარებისა და აღმშენებლობის პროცესებში” - აცხადებს ალექსანდრე მოწერელია.
ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ ახალი მოადგილეები დღეს წარადგინა. პირველი მოადგილის პოზიცია გიგა ფარულავამ დაიკავა, მოადგილედ კი კონსტანტინე კაკავა დაინიშნა. გიგა ფარულავა მერიაში ინფრასტრუქტურის მიმართულებას, ხოლო კონსტანტინე კაკავა სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებს გაუწევს კურირებას.