ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელია სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ეცნობა
2019-06-15 16:05:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილე ირაკლი ჯიქიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წამადგენლებთან ერთად დიდი ჭყონის და სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულებში სეტყვისგან მიყენებულ ზიანს ადგილზე გაეცნენ .
წუხელ, მარტვილის მუნიციპალიტეტში სეტყვამ დიდი ჭყონის და სალხინოს მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები - ვაზი, თხილი და სიმინდის ყანები დააზიანა. ასევე დაზიანდა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა სტიქიის შედეგების დამდგენი კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დღეს დილიდან ითვლის.