ახალი ამბები
შეხვედრა მარტვილის მერიაში
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია რეგიონის მუნიციპალიტეტებში საჭიროებების განსაზღვრის და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის გასაცნობად შეხვედრებს განაგრძობს.
სახელმწიფო რწმუნებული ამჯერად, მოადგილეებთან და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტში იმყოფება. მან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხები მიმოიხილა და სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მარტვილის ტურიზმის პოტენციალის მეტად გამოყენებას და კურორტ ლებარდეს განვითარებას.
სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მსგავს შეხვედრებს გამართავს, ის არსებულ საჭიროებებს და პრობლემებს პირადად გაეცნობა. ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრები უკვე გამართა წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.
დღესვე სახელმწიფო რწმუნებული მარტვ
ილის სოფლებში მოსახლეობას შეხვდება და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნობა.