ახალი ამბები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის #2033 განკარგულების საფუძველზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გასატარებლად 833 ათას 444 ლარი გამოიყო. ნაპირსამაგრი გაბიონებისა და სანიარვრე არხების მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის რამდენიმე ტერიტორიულ ერთეულში უკვე დაიწყო.
ობუჯის ტერიტორიულ ერთეულში, საშენგელიოს უბანში სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების ჩასატარებლად 27 ათას 126 ლარი გამოიყო. ამავე ტერიტორიულ ერთეულში, გალურის უბანში ნაპირსმაგრი გაბიონის მოწყობისათვის 306 ათასი ლარი გამოიყო.
ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ნაკიფუს ტერიტორიულ ერთეულში, ულურიის უბანში. ამ ობიექტზე გაბიონის მშენებლობისათვის 30 065 ათასი ლარი გამოიყო. ჩატარებული სამუშაოების შედეგად ულურის უბანში მცხოვრები 5 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი ძლიერი წვიმისას აღარ დაიტბორება. ყველა სამშენებლო ობიექტზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.