სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია “ახალგაზრდული მოძრაობის“ წევრებს შეხვდა

2019-06-10 18:01:00
 სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ,,წალენჯიხის ახალგაზრდული მოძრაობის“ საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა, ახალგაზრდებთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და საჭიროებები მიმოიხილა და მათი ინიციატივები მოისმინა. შეხვედრაზე წალენჯიხის ტურისტული პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებაზეც ისაუბრეს. როგორც ალექსანდრე მოწერელიამ აღნიშნა, მუნიციპალიტეტს მრავალმხრივი ტურისტული პოტენციალი აქვს, რომლის გამოყენებაც სათანადოდ უნდა მოხდეს.
 
"მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის შესწავლაზე, მის სწორ მარკეტინგსა და დაგეგმვაზე მუშაობს სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია (DMO), მისი წარმომადგენლები მუნიციპალიტეტებთან ერთად ქმნიან რეგიონში ტურიზმის განვითარების კონცეფციას და ამ კუთხით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. წალენჯიხას მრავალმხრივი ტურისტული რესურსი აქვს და საჭიროა, მოხდეს მისი სათანადოდ ათვისება და გამოყენება. მუნიციპალიტეტის განვითარების საკითხებში მნიშვნელოვანია, ის ჩართულობა, რასაც თქვენ - ახალგაზრდები და სამოქალაო საზოგადოება იჩენთ, თქვენი აქტიურობა ნამდვილად სამაგალითოა“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა. დღესვე, ალექსანდრე მოწერელიამ, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, წალენჯიხაში მდებარე რამდენიმე ტურისტული ადგილი მოინახულა.
 
 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45
6
78910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო