ახალი ამბები
ჩაის საწარმოს დათვალიერება მარტვილში

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდიჭყონში ჩაის საწარმო „მარტვილი“ დაათვალიერა. სახელმწიფო რწმუნებული ,,Tea Masters Cap”-ის წარმომადგენლებთან ერთად საწარმოო პროცესს გაეცნო.
ჩაი ,,მარტვილი“ პლანტაციას 102 ჰექტარზე ფლობს, მიმდინარე წელს კი 500 ტონამდე ნედლეულს ელოდება. საწარმოში 40 ადამიანია დასაქმებული, პლანტაციებში კი სეზონურად 100-მდე ადგილობრივი მუშაობს. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ბიო ჩაი არის მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი, ამავე დროს ძალიან მომგებიანი პროდუქტი ბიზნესისთვის და მნიშვნელოვანი დასაქმების საშუალება ჩვენი მოქალაქეებისთვის.