ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთი კორეის ერთ-ერთ რეგიონს დაუმეგობრდება
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია სამხრეთ კორეის ელჩს კიმ სე ვუნგს და ,,ნენსკრა ჰიდროს" აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე ნენსკრაჰესის პროექტზე და ურთეიერთ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე კორეის ერთ-ერთ რეგიონს, ხოლო ზუგდიდი კორეის ერთ-ერთ ქალაქს დაუმეგობრდება.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები. ხაზი გაესვა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტულ პოტენციალს და კორეელი ინვესტორების დაინტერესებას რეგიონით.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის ახლადარჩეული მერი გიორგი შენგელია და კორეის საელჩოს კულტურის ატაშე ესწრებოდნენ.