ახალი ამბები
საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან - არსებული საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე 2014 – 2021 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდა.
კერძოდ, რეგიონის განვითარების სამოქმედო გეგმაში ასასახი სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტში შერჩეულია შემდეგი პროექტები:
მულახის ტერიტორიულ ერთეულში სოფ. ჩვაბიანში ქვის გაბიონების მოწყობა, სოფ. ჟაბეშიღელეში რკინა ბეტონის გადასასვლელების მოწყობა. ჭუბერის, ცხუმარის და ბეჩოს თემის სოფელ მაზერში წყლის სისტემების მოწყობა.
ასევე სხდომაზე განიხილეს და სამოქმედო გეგმაში აისახა „ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტში საექიმო ამბულატორიების მშენებლობა/რეაბილიტაციის შემდეგი პროექტები:
მესტიის მუნიციპალიტეტში ლატალის, უშგულის, მულახის, ხაიშის, ჭუბერის, იფარისა და კალას ტერიტორიულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიების სარემონტო სამუშაოების განხორციელება. ასევე ნაკრას, ეცერის და ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიების მშენებლობა.
სამოქმედო გეგმაში ასევე შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალ აბასთუმნისა და რუხის ადმინისტრაციულ ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მოხდება.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს დაფინანსებული პროექტების სატენდერო ეკონომიის თანხებით, მოხდება აბაშის მუნიციპალიტეტში N1 საბავშვო ბაღში გათბობის სისტემის მოწყობის პროექტი.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ხელმძღვანელობდა, სხდომასრეგიონის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.