ახალი ამბები
წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გაზიფიციკაციის სამუშაოები დაიწყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხასა და ჩხოროწყუში მიმდინარე გაზიფიკაციის სამუშაოებს გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. ორივე მუნციპალიტეტი აქამდე არასდროს ყოფილა გაზიფიცირებული და ადგილობრივ მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა. წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გაზიფიკაციის მასშტაბურ სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს. პროექტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აშენდება მაღალი წნევის 192 მ სიგრძის გაზსადენი და მოეწყობა გაზგამანაწილებელი სადგური. პროექტის დასრულების შემდეგ 2897 აბონენტი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. ამის გარდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 3 წლიანი გეგმის ფარგლებში გაზიფიცირდება 13 სოფელი, აბონენტების სავარაუდო რაოდენობა 10,327. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჩხოროწყუს გაზიფიცირებისთვის აშენდება 86 მ სიგრძის მაღალი წნევის გაზსადენი და მოეწყობა გაზგამანაწილებელი სადგური. შედეგად, 1609 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას. დამატებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირდება 19 სოფელი, აბონენტების სავარაუდო რაოდენობა 8,969. გაზიფიცირების სამუშაოებს, მინისრთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დებუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. 2019 – 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამთავრობო გეგმის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით 226 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება, საიდანაც 75 - სამეგრელოშია. გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებში 210 მლნ ლარი დაიხარჯება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, გაზიფიცირებული აბონენტების რაოდენობა სამეგრელოში 120,000 - ს გადააჭარბებს.