ახალი ამბები
წინანდალში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - გაიმართა.
2019-05-30 18:42:00

წინანდალში გამართულ „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს" სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია დაესწრო.
ფორუმი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. საერთაშორისო ფორუმში საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მაღალი რანგის უცხოელი ინვესტორები მონაწილეობდნენ.
ფორუმის მთავარ მიზანს საინვესტიციო პერსპექტივების განხილვა და ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს. ფორუმში მონაწილეობა, 20-ზე მეტმა საერთაშორისო და 150-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო.