სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

განმუხურში ახალი სასტუმრო გაიხსნა

2019-05-31 23:30:00

განმუხურში სასტუმრო ,,პრატაპს სიგნიჩა“ ოფიციალურად გაიხსნება. ინდოელი ბიზნესმენების მიერ სასტუმროს ინვესტიციაში ჩადებულმა თანხამ 10 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

სასტუმროს გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: ნინო ვიბლიანი, მალხაზ თორია, ადმინისტრაციის უფროსი ლევან წულაია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის სფეროში დასაქმებულები დაესწრნენ.

სასტუმრო 7 კოტეჯისგან და ჯამში 56 ნომრისგან შედგება. სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულია რეკრეაციული ზონა, ღია აუზი და რესტორანი.

ინვესტორები სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე დამატებითი კოტეჯების მშენებლობას, სპორტული და გასართობი სივრცეების განვითარებას გეგმავენ.

ამჟამად სასტუმროში 20 ადგილობრივია დასაქმებული, სეზონზე კი მათი რიცხვი 35-მდე გაიზრდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45
6
78910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო