ახალი ამბები
გალა კონცერტი ზუგდიდში - 26 მაისი

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გალა კონცერტი გაიმართა და ადგილობრივებს ქვეყნის დამოუკიდებლობა ფოიერვერკით მიულოცეს. რის შემდეგაც 26 მაისის საზეიმო განწყობაზე საზრუნავად სცენა ტექნო მუსიკის შემსრულებლებს დაეთმოთ.
თავისუფლების მოედანზე ზუგდიდელებს - რეზო და ბავშვებმა, ნიკოლშოუმ, ელენე ფოჩხუამ, ჯგუფმა ვაკის პარკმა და ნათია თოდუამ უმღერეს.
დასკვნით ღონისძიებაზე ზუგდიდელებს ახლადარჩეულმა მერმა გიორგი შენგელიამ და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მიმართეს და მათ კიდევ ერთხელ მიულოცა დამოუკიდებლობის დღე.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიებები ზუგდიდელებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესთავაზა.